


საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის სტუდენტური პროგრამა START in HR
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტურ პროგრამას START in HR.
პროგრამაში მონაწილეობისას შესაძლებლობა გექნებათ:
1. გაეცნოთ საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის სხვადასხვა მიმართულების საქმიანობას;
2. იმუშაოთ გამოწვევებით სავსე, საინტერესო გარემოში;
3. მიიღოთ რეალური სამუშაო გამოცდილება, შეასრულოთ ღირებული ფუნქციები;
4. გყავდეთ მენტორი, რომელიც სპეციფიკური დავალებებისა და უკუკავშირის საშუალებით დაგეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
რას გულისხმობს START in HR?
სტუდენტური პროგრამა 6 თვეს გრძელდება. გაეცანით ქვემოთ მოცემული მიმართულებების საქმიანობის აღწერას და აირჩიეთ, რომელ მათგანში გაინტერესებთ და გსურთ გამოცდილების მიღება:
-
ტალანტების მოზიდვის სამსახური:
კომპანიაში არსებული ვაკანსიების ოპერატიული შევსების უზრუნველყოფა, საკვანძო პოზიციების სტუდენტური პროგრამების შექმნა, კანდიდატებისათვის საუკეთესო გამოცდილების ფორმირება, დამსაქმებლის იმიჯზე მუდმივი ზრუნვა.
-
ადმინისტრაციული სერვისების სამსახური:
ახალი თანამშრომლის დანიშვნასა და როტაციებთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება და მართვა. ადამიანური კაპიტალის ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით თანამშრომლების ოპერაციული მხარდაჭერა.
პროგრამის მონაწილის სასურველი პროფაილი:
განათლება
საქართველოს ბანკი ეძებს გუნდის წევრებს
- რომლებიც არიან ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებებისა და სხვა მათთან დაკავშირებული მიმართულების III, IV კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები.
- ფლობენ შემდეგ უნარებსა და ცოდნას:
- ადამიანური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
- გუნდური მუშაობა, მუდმივი მზადყოფნა და სრული ჩართულობა მიზნის მისაღწევად;
- საუკეთესო კომუნიკაციის (როგორც წერითი, ასევე ვერბალური) უნარი;
- სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი, მოქნილობა,სიახლეებისადმი ღიაობა, ემოციური ბალანსი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
- რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარები.
შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი – კანდიდატის შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
ტესტირება – სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ, კორესპონდაციის და დაგეგმვის უნარი;
გასაუბრება – კანდიდატის კომპეტენციებისა და ცოდნის შესაბამისობის დადგენა/შეფასება;
ქეისის განხილვა/პრეზენტაციის მომზადება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია ბმულზე, ატვირთე რეზიუმე/CV, მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება და დააჭირეთ ღილაკს „გამოგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2019