


საპარლამენტო სტაჟირების პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) საპარლამენტო სტაჟირების პროგრამის შესახებ
აღნიშნული საქმიანობის გასააქტიურებლად USAID GGI ეძებს საპარლამენტო სტაჟიორ/ანალიტიკოსს, რომელიც დასაქმდება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში (PBO). საბიუჯეტო ოფისი საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციას წარმოადგენს.
წარმატებულ კანდიდატებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ და ფისკალური პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების მართვის საკითხების კვლევისა და ანალიზის, ბიუჯეტისა და საბიუჯეტო დოკუმენტაციის ანალიზის, ასევე საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების გამოცდილება შეიძინონ.
სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. მისი ხანგრძლივობაა სამი თვე და მოიცავს 2020 წლის მარტ-მაისის პერიოდს. შესაძლებელია სტაჟირება გახანგრძლივდეს დამატებით სამი თვით.
სტაჟირების პროგრამის მართვა და სამუშაო გარემო
სტაჟიორ-ანალიტიკოსი იმუშავებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში და ანგარიშვალდებული იქნება საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელისა და USAID GGI-ის წინაშე. სტაჟიორთა სახელფასო განაკვეთი შეადგენს 250 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (დარიცხული).
პროფესიული განვითარება
სტაჟირების პროგრამის დასაწყისში სტაჟიორ-ანალიტიკოსებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო ტრენინგი USAID GGI-ის პროექტის, პარლამენტის საქმიანობის, მათ მიერ შესასრულებელი დავალებების, ასევე ადმინისტრაციული და ანგარიშგების პროცედურების შესახებ. სტაჟიორებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ GGI-ის პროგრამული აქტივობების ფარგლებში მიმდინარე ტრენინგებში.
მოთხოვნები:
-
დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახალი კურსდამთავრებულები შემდეგი სპეციალობით: ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესის/საჯარო ადმინისტრირება და მართვა, საჯარო პოლიტიკა;
-
საჯარო პოლიტიკის საკითხების (განსაკუთრებით ეკონომიკური, ფისკალური, მონეტარული, საჯარო ფინანსების მართვის, სახელმწიფო ბიუჯეტის), სახელმწიფო მმართველობის სისტემის და მასში პარლამენტის როლის ცოდნა და ამ საკითხების მიმართ ინტერესი;
-
ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
-
წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე;
-
კომპიუტერული პროგრამების (MS Office) გამოყენების ძლიერი უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (ფოტოების გარეშე) და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: recruitment@ggi.ge . სამოტივაციო წერილში კანდიდატებმა აუცილებლად უნდა:
აღწერონ მიზეზი, თუ რატომ დაინტერესდნენ GGI-ის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში და დაასაბუთონ ეს არჩევანი შესაბამისი განათლების, გამოცდილების თუ ინტერესებიდან გამომდინარე არგუმენტებით.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 თებერვალი.
წერილობით ტესტს და ინტერვიუს მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან. სატელეფონო ზარები არ მიიღება.
GGI-ის შესახებ:
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ხორციელდება Tetra Tech ARD-ის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მმართველობის განვითარებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. GGI-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოს პარლამენტია, რომელთანაც ის პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობს.