


სამთვიანი პრაქტიკა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამთვიან პრაქტიკას იურიდიული და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის დეპარტამენტში.
სამსახურის შესახებ:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას. სამსახური ჩამოყალიბდა 2016 წლის 25 ივნისს და მას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილებისა და რანგის ექსპერტები, ისეთი კვალიფიკაციით როგორიცაა ბრიტანული ACCA, ამერიკული CFA და CPA.
პრაქტიკების შესახებ:
იურიდიული მიმართულებით პრაქტიკანტს (იურიდიული ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები ან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები) საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ დეპარტამენტის იურისტებთან და განახორციელოს სამართლებრივი კვლევები, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, ევროკავშირის დირექტივების შესწავლასა და ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანაში, სამსახურის სისტემაში შემოსული განცხადებების/წერილების განხილვაში, ასევე, პრაქტიკანტები აქტიურად ჩაერთვებიან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებასა და სანქციების დაკისრების პროცესში. პრაქტიკანტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, კანონთან და წესთან შესაბამისობის დადგენისა და შესაბამისი სანქციების განსაზღვრის პროცესს. გაიცნობიან რეფორმის პროცესში ჩართულ დინამიურ ახალგაზრდა გუნდს.
ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით პრაქტიკანტს (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები ან ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები) საშუალება ექნება იმუშაოს უშუალოდ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ზედამხედველობის მიმართულებით დასაქმებულ სპეციალისტებთან და ჩაერთოს სუბიექტების მიერ სამსახურისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისა და დახარვეზების პროცესში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://forms.gle/hzXzAhoJYn9xypP87 და ამასთან გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე:T.Tsulaia@saras.gov.ge.
სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: https://www.saras.gov.ge/