ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საგზაო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოცხადებული აქვს კონკურსი საგზაო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის შესარჩევად.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან ბაკალავრი). მიმართულება: ინჟინერია, სტატისტიკა, არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარება (წარმოსადგენია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);

  • Word, Excel, AutoCAD პროგრამების ის ცოდნა (ცოდნის დონე - კარგი).

  • არ არის მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილება;

  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსო განაცხადი ტექნიკურად სწორად უნდა იყოს შევსებული იმისათვის, რომ კანდიდატმა გადალახოს კონკურსის I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა (კანდიდატს უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მოთხოვნილიდან ერთ-ერთი მიმართულებით, ატვირთული უნდა იყოს დიპლომის ასლი, მონიშნული უნდა იყოს ის საოფისე პროგრამები, რომელთა ცოდნაც არის მოთხოვნილი, შესაბამისი ცოდნის დონით, ატვირთული უნდა იყოს სამოტივაციო წერილი და ა. შ.).

აპლიკაციები მიიღება 25 სექტემბრის ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები გისურვებთ წარმატებას.

ბანერები