ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ღია კონკურსი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის 2020 წლის 9 იანვარს გამოაცხადა ღია კონკურსი  საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადებში მითითებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 

შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატები, რომლებიც კონკურსის ყველა ეტაპს წარმატებით გაივლიან, მაგრამ არ დაინიშნებიან ვაკანტურ თანამდებობაზე, ჩაირიცხებიან  დიპლომატიური სამსახურის რეზერვში. რეზერვში ჩარიცხულს უფლება ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შიდა შერჩევაში, კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. 

დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 5 წელია. 

განაცხადები მიიღება 2020 წლის 29 იანვრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge.

ბანერები