


საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პროექტი - Sales MBA
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის http://www.isi.ge პროექტი Sales MBA-ს მესამე ნაკადის მიღებას იწყებს. პროექტი განკუთვნილია 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 6-თვიან სწავლებას გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას.
პროექტს სრულად აფინანსებს საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი. Sales Mba-ზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, ჯი არ სი, კრისტალი, ნექსია თიეი და ა. შ.
Sales MBA-ს პირველი და მეორე ნაკადის კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: ლივინგსტონი, ორიენტლოგიკი, პალიტრამედია, ჯიარსი და სხვ.
პროექტში მონაწილე კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩევიან.
აპლიკაციის მიღების პირობები:
- უნდა იყოს 26 წლამდე.
- არ უნდა იყოს დასაქმებული არც ერთ სექტორში.
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
- სქესს, საცხოვრებელ ადგილსა და სასწავლებელს მნიშვნელობა არ აქვს.
- უნდა იყოს სრულწლოვანი.
- უფროსკურსელებს მიენიჭებათ უპირატესობა.
შერჩევა/გასაუბრების ეტაპები:
- I ეტაპი – რეზუმეების გადარჩევა;
- II ეტაპი – სატელეფონო გასაუბრება;
- III ეტაპი – პირისპირ გასაუბრება;
- IV ეტაპი – ჯგუფური გასაუბრება;
- V ეტაპი – საბოლოო კანდიდატების შერჩევა და დაბარება.
სწავლების პროცესი
- სწავლებას ექნება პრაქტიკული ტრენინგის ფორმატი და გაიმართება კვირას, 10:00-დან 17:00-მდე.
კურსის მთავარი თემები:
- საცალო გაყიდვები
- კორპორატიული გაყიდვები
- სადისტრიბუციო გაყიდვები
- Business English for Sales
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@isi.ge
პროექტის დაწყების თარიღია 12 მაისი.