ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს კანონის უზენაესობის, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის ვაკანსიას.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დამატებითი სარგებელი:

ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

  • ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;

  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;

  • ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით საველე გასვლითი ღონისძიებების განხორციელება;

  • კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან;

  • საჭიროების შემთხვევაში, მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან ურთიერთობა;

  • ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორებიცაა: სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;

  • საჭიროების შემთხვევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" სხვა პროექტების დახმარება ანალიტიკური პროდუქტის შემუშავებაში მონაწილეობის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);

  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სისხლის სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);

  • ადამიანის უფლებათა სამართალის კარგი ცოდნა. ამასთან ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

  • სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;

  • იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

  • ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • კვლევის ჩატარების უნარი და გამოცდილება;

  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში წარადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

  • სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

  • ადვოკატის მოწმობის ასლი.

დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გაგზავნოს მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 2019 წლის 1 ივნისი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype-ის საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. მისი საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა.

ბანერები