ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ვაკანსია იურისტის თანამდებობაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას კანონის უზენაესობის, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის თანამდებობაზე.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
  • ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით საველე გასვლითი ღონისძიებების განხორციელება;
  • კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  • ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სხვა პროექტების დახმარება ანალიტიკური პროდუქტის შემოშავებაში მონაწილეობის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ზედმიწევნით კარგი ცოდნა და შესაბამის სფეროში ანალიტიკური მუშაობის გამოცდილება (სასურველია სისხლის სამართლის სფეროში ადვოკატად მუშაობის გამოცდილება);
  • ადამიანის უფლებათა სამართლის კარგი ცოდნა. ამასთან ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • სისხლის სამართლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
  • იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერის, ასევე ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კვლევის ჩატარების უნარი და გამოცდილება;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი, 21:00 საათი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი“.

ბანერები