
ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
22 იანვარი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
27 დეკემბერი, 2024
„როუზბადის“ ვაკანსია მენეჯერის თანამდებობაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია „როუზბადი" ქართული პრემიუმ წინდების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბამბუკის, დავარცხნილი ბამბისა და ბამბის წინდებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
- მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
- გაყიდვების სტიმულირება;
- არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება;
- პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა;
- სოციალური მედიის მართვა;
- კონსულტანტების კონტროლი;
- მარაგების კონტროლი;
- ობიექტების მონიტორინგი;
- ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების და/ან მსგავს დარგში;
- აუცილებელია სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: rosebudsocks327@gmail.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 30 აპრილი, 2019 წელი