


Rossoft– ანაზღაურებადი სტაჟრება დეველოპერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია Rossoft აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C ERP Solutions დეველოპერის პოზიციაზე.
კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
კომპანიის შესახებ:
კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების, ERP გადაწყვეტილებების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.
კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნესის პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C-ის პლატფომაზე არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:
-
პროგრამირებას 1C-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ERP გადაწყვეტილებაში;
-
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
-
კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება;
-
დამატებითი ანგარიშების, დამუშავებების, საბეჭდი ფორმების შექმნა;
-
კონფიგურაციის აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა;
-
საპროექტო სამუშაოების ორგანიზება, მონაცემების შეგროვება, ტესტირება;
-
პროგრამის სტანდარტული ფუნციონალის მოდიფიცირებები პროგრამული კოდის დონეზე;
-
ტექნიკური დავალებების მომზადება პროექტების ჭრილში;
-
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება.
პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც);
-
MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
-
რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი უნარი), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
პროგრამული ენების ცოდნა (C++, Java, C#) ჩაითვლება უპრატესობად;
-
მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარები:
-
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
აქტიურობა და მიზანმიმართულობა.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა– ქ.თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნესცენტრი
სამუშაო საათები – სრული სამუშაო განაკვეთი , 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
ხანგრძლივობა– 3 თვე; კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
ანაზღაურება– ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@rossoft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ „1C ERP Solutions დეველოპერი“.