ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს  მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიას. მარკეტინგის მენეჯერი ესაჭიროება Capstone Prime Group-ს წარმომადგენლობას საქართველოში. https://capstoneprg.com/

ძირითადი მოვალეობები:

  • განვითარებადი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;

  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება, დანერგვა;

  • მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;

  • პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;

  • ტრეინინგების ორგანიზება;

  • ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;

  • გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;

  • რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ინგლისური  ენის ცოდნა;

  • უმაღლესი განათლება  მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება აუცილებელია (fb, In, SEO, Google Ads and etc).

აუცილებელი თვისებები:

  • ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;

  • პროაქტიულობა;

  • ამოცანების მიმართ ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა;

  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-18:00;

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;               

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.

ბანერები