ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„ლოგიკმეტრის" მარკეტინგის სპეციალისტის/გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„ლოგიკმეტრის" მარკეტინგის სპეციალისტის/გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის/გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

„ლოგიკმეტრი“ ინოვაციური საგანმანათლებლო ორგანიზაციაა.

განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება: 1000 ლარი+ ბონუსი.

მოვალეობები:

  • კომპანიაში ქსელური მარკეტინგის სისტემის დანერგვა და განვითარება;

  • ახალი მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;

  • პოტენციურ მომხმარებლებთან/ დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა/ორგანიზება;

  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;

  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან პირადი ელექტრონული სატელეფონო კომუნიკაცია.

  • მარკეტინგსა და გაყიდვებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგულ ან სხვა მომიჯნავე სფეროში;

  • მარკეტინგის/გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

  • სოციალური ქსელების მართვა;

  • ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარი;

  • გუნდური მუშაობის კარგი უნარი;

  • მოლაპარაკების ეფექტური წარმოების უნარი;

  • დროის მართვა;

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

სასურველია:

  • სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში;

  • კომპიუტერული პროგრამები Adobe Illustrator; PhotoShop.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაგზავნოთ CV მისამართზე: info@logicmeter.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ბანერები