


„ლიბერთის“ Digital კონსულტანტის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ლიბერთი აცხადებს Digital კონსულტანტის ვაკანსიას თბილისის მაშტაბით.
ადგილმდებარეობა: გლდანი, მუხიანი, საბურთალო, ვაკე, ლილოს დასახლება, ავჭალა, დიდი დიღომი, დიდუბე-ჩუღურეთი, ნაძალადევი, აფრიკა, ისანი-სამგორი, ფონიჭალა, მთაწმინდა-კრწანისი.
სამუშაო გრაფიკი: სტუდენტებზე მორგებული 4-საათიანი სამუშაო გრაფიკი
ძირითადი მოთხოვნები:
-
უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტები;
-
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
-
მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-
კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
-
მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
-
მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
-
თითოეულ შემოსულ მომხარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
-
მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაცია: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება. სერვისის პირობებისა და ვადების განმარტება;
-
შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
-
დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
-
კომუნიკაბელურობა;
-
მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
-
ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
-
გამართული მეტყველება;
-
გუნდურობა;
-
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 16 ოქტომბერი, 2019 წელი