


კრედო ბანკის იურიდიული დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კრედო ბანკისი ურიდიული დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამა
სამუშაო ადგილები: თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სამეგრელო, ზემო იმერეთი.
კრედო ბანკი გთავაზობთ:
-
პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
-
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
-
ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
-
პროფესიულ ტრენინგებს.
პოზიციის მიზანი:
რეგიონული იურისტისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის დახმარება სასამართლო საქმის წარმოების პროცესსა და სხვა სამართლებრივ საკითხებში.
ძირითადიპასუხისმგებლობა და მოვალეობები:
-
სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკური უზრუნველყოფა (ქსეროასლების გაკეთება / დამოწმება);
-
იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაში შემომავალ წერილებსა და განცხადებებზე პასუხების მომზადება;
-
სასამართლოში შესაგებლის / სარჩელის მომზადება და წარდგენა;
-
სააღსრულებო საქმის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (დოკუმენტაციის მომზადება, მოვალეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და ა.შ.);
-
რეგიონულ იურისტთან ერთად პრობლემურ მსესხებელებთან შეხვედრები და მოლაპარაკებები.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
-
უმაღლესი იურიდიული განათლება (დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
-
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
-
ქართულად გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
-
ლოგიკური აზროვნების უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი და ვაკანტური პოზიციის დასახელება, მაგ.: „სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში - კახეთი“
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 23 მაისი
,,კრედო ბანკი“ კომერციული ბანკია, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ,,კრედო ბანკის“ ერთ-ერთი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით.