


კომპანიის UGT ანაზღაურებადი სტაჟირება ელექტრობისა და შენობების მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
UGT აცხადებს ელექტრობისა და შენობების მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების მართვის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
-
პროექტის დაგეგმვასა და ბიუჯეტის მართვაში მონაწილეობა;
-
პროექტის ყველა ეტაპის შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
-
პროექტის რისკების, რეპორტინგისა და პრობლემების მართვა;
-
პროექტის დასრულების კონტროლი დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში;
-
ხელშეკრულებებთან/პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
-
პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა;
-
ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
-
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Windows, Excel, PowerPoint,Outlook).
სპეციალური უნარ-ჩვევები
-
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
დროის მართვის უნარი;
-
კარგი ორგანიზატორული უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
დისციპლინირებულობა;
-
გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
-
პრობლემების იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@ugt.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი პროექტების მართვის მიმართულებით“.
რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა: 07.06.2019
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში
არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.