ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის UGT ანაზღაურებადი სტაჟირება ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია UGT აცხადებს 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებასადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;

  • თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

  • სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;

  • კომპანიის სტუმრებსა და თანამშრომლებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;

  • კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;

  • შესაბამის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;

  • უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);

  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელობა;

  • კარგი წერითი უნარები;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • სიახლის ათვისების უნარი;

  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:30-21:00,  შაბათს მორიგეობით - 09:30-14:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე trainee@ugt.ge არაუგვიანეს 17 მაისისა. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი - ადმინისტრაციული ასისტენტი“

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

ბანერები