ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის „ნექსია თიეი“ უფროსი ფინანსური აუდიტორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია შპს „ნექსია თიეი" (Nexia TA Georgia) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International საქართველოში.

კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს უფროსი ფინანსური აუდიტორის ვაკანსიას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.

მოვალეობები:

  • „ნექსია თიეის“ კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის (ISA) შესაბამისად;

  • აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;

  • კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;

  • ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);

  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;

  • კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • აქტიური, კომუნიკაბელური;

  • პუნქტუალური;

  • შრომისმოყვარე.

კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გვთხოვთ, გაგზავნოთ  რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.geწერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ფინანსური აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი არ განიხილება.

დაუკავშირდებიან  მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.


ბანერები