ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის „ნექსია თიეი“ საკონსულტაციო დეპარტამენტის სტაჟირება

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს სტაჟიორების მიღებას საკონსულტაციო დეპარტამენტში.

სტაჟიორის სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მისი სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით.  

საკონსულტაციო დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სერვისს, კერძოდ,

საშემფასებლო სერვისი, რომელიც შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურებაა (IVS) და მოიცავს შემდეგი კომპონენტების შეფასებას:

  • უძრავი/მოძრავი ქონება;

  • ბიზნესი;

  • აქციები და წილები;

  • ინვესტიციები;

  • პროექტების ღირებულება.

ბიზნესგეგმის ანალიზს  შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

  • ბიზნესგარემოს ანალიზი;

  • ფინანსური გეგმის შედგენა;

  • პროდუქციისა და წარმოების შესახებ ინფორმაციის ანალიზი;

  • SWOT ანალიზი;

  • მარკეტინგული სტრატეგიისა და ეფექტურობის შეფასება

საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ფირმის კონკრეტული მიმართულების დადგენა;

  • ფირმის გრძელ და მოკლევადიანი მიზნების ფორმულირება, სტრატეგია და მთავარი ტაქტიკა მათ მისაღწევად;

  • ფირმის რესურსების შესწავლა და მათი სწორად გამოყენება.

სტაჟიორის სამუშაოს აღწერა:

  • დეპარტამენტის მიმდინარე პროექტების, დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზედამხედველობით;

  • კომუნიკაცია დამკვეთებთან და პროექტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება;

  • დეპრტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრების დაგეგმვა, მათში მონაწილეობა და შეხვედრის ანგარიშების მომზადება დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის;

  • Nexia TA ქსელის წარმომადგენლებსა და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხზე.

  • საკონსულტაციო დეპარტამენტის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება  პოტენციური კლიენტებისათვის.

სტაჟირების კანდიდატისთვის გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტი (II, III –IV კურსი) სასურველია ბიზნესის  ადმინისტრირებისა და სხვა შესაბამის დარგების განხრით;

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power Point) მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

  • პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე

შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject")   აუცილებლად

მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სტაჟიორი საკონსულტაციო დეპარტამენტში“, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი არ განიხილება.

ბანერები