ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის „ნექსია თიეი“ მესამე დონის ასისტენტის ვაკანსია ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია შპს „ნექსია თიეი" (Nexia TA Georgia ) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას  NEXIA International საქართველოში.

კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მესამე დონის ასისტენტის (A3) პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;

  • ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);

  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;

  • ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებ;

  • კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • აქტიური, კომუნიკაბელური;

  • პუნქტუალური;

  • შრომისმოყვარე.

კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს  კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და  მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნეთ  რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.geწერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  „მესამე დონის ასისტენტი (A3)", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დაუკავშირდებიან  მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

ბანერები