


კომპანიის „ნექსია თიეი“ მეორე დონის ასისტენტის ვაკანსია ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია შპს „ნექსია თიეი" (Nexia TA Georgia ) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International საქართველოში.
კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას მეორე დონის ასისტენტის (A2) პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
აუცილებელი მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
-
ფინანსურ აუდიტში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
-
ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
-
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
-
IFRS და ISA სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
-
ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული თვისებები
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
-
კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
-
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
აქტიური, კომუნიკაბელური;
-
პუნქტუალური;
-
შრომისმოყვარე.
კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.geწერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „მეორე დონის ასისტენტი (A2)", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.