ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის MCI Group მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ბიზნესის საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია MCI Groupაცხადებს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსიას.

ამოცანები და პასუხისმგებლობები:

  • მოთხოვნის მიხედვით დაჯავშნოს სასტუმრო, რესტორანი და ა.შ. ტურისტებისთვის/ ჯგუფებისთვის. დაარეგულიროს განსაკუთრებული პირობები/ფასები პარტნიორებთან;

  • ტურმენეჯერთან კომუნიკაცია ყველა დაჯავშნულ ტურთან დაკავშირებით. ყველანაირი საკითხის ერთობლივი ძალებით სწორად გადაჭრაზე ორიენტირება;

  • ტურმენეჯერისგან დავალებების მიღება, მასთან მჭიდრო ურთიერთობა: ტურპაკეტების/ პარტნიორი კომპანიების ანალიზში, რეზერვაციის დროს სპეციალური ფასების მიღებაში სასტუმროებისგან, რესტორნებისგან. ბლოკ ოთახების შევსების კონტროლში. გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან შეთანხმებული კოორდინაცია, გაყიდვების ზრდისთვის რეკომენდაციების გაცემა;

  • ტურ-მენეჯერისგან მიიღოს ტურპაკეტების დოკუმენტაცია (ინფორმაცია ტურების შესახებ) და გადააგზავნოს სასტუმროებთან, მიიღოს დასტური ყველა სტუმრისთვის;

  • ტურისტების შესაძლო მოთხოვნების ამოცნობა და სასტუმროების რეზერვაციის სათანადოდ შესრულება;

  • აპარტამენტების ლოკაციებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება. საფასო განაკვეთების აღრიცხვა და ტურმენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება;

  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა და ონლაინ მოთხოვნების დაკმაყოფილება;

  • რესტორნებში და სხვა რეკრეაციული ტიპის დაწესებულებებში ტურ-პაკეტის შესაბამისად ჯავშნების მომზადება;

  • ჯავშნების გადამოწმება მომხმარებლის/ სტუმრის მოთხოვნის შესაბამისობის განხორციელება;

  • კრიტიკულ სიტუაციებში მაქსიმუმის შესრულება და სტუმრის მხარდაჭერა სასტუმროს ან ოთახის შეცვლასთან დაკავშირებით;

  • დახმარება ბაზრის ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად. ინოვაციური მენეჯმენტის, კლიენტთა მხარდაჭერის მეთოდების ძებნა და შემუშავება;

  • მის მიერ განხორციელებულ ზარებზე, ელწერილებზე, ჯავშნებზე, გაუქმებებსა და დასტურებზე პასუხისმგებლობა;

  • ყველა ზარზე, ელწერილზე, ონლაინმოთხოვნაზე და პირისპირ კომუნიკაციაზე მაქსიმალური პასუხისმგებლობით და თავაზიანობით მიდგომა;

  • ყველა ჯავშნის დასახული პროცედურის მიხედვით შესრულება და ინფორმაციის სრული სიზუსტით ბაზაში შეყვანა და შენახვა.

მოთხოვნები და უნარები:

  • პოზიტიური ხასიათი, ორგანიზების და ადმინისტრირების უნარი, კარგი მეხსიერება, თავაზიანობა, მოთმინების უნარი, ტექნიკური უნარები, დროის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

  • აუცილებელი საკომუნიკაციო ენები: ქართული, ინგლისური (სასურველია არაბული ან რუსული ენის ცოდნა)

ხელფასი:  700 ლარი  ხელზე + %  ( დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე)

დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ  (CV ) რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: g.chavchavadze@mci.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

ბანერები