


კომპანიის IPM პროექტის კოორდინატორის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
IPM Market Intelligence Caucasus მარკეტინგული კვლევების საერთაშორისო პროვაიდერია, რომელიც ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს.
აი პი ემ კვლევები აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-
კვლევებთან დაკავშირებით კლიენტთან კონსულტაციებში მონაწილეობა, კლიენტისაგან კვლევის მოთხოვნის დოკუმენტის, აგრეთვე კონტრაქტის და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მიღების უზრუნველყოფა;
-
კვლევის ინსტრუმენტის (კითხვარის, საკონტაქტო ფურცლის, შერჩევის და ა.შ.) ფორმირება და გატესტვა;
-
ინტერვიუერთა ტრენინგი;
-
კვლევის წარმოების პროცესების კოორდინაცია, ვადებისადმი შესაბამისობის კონტროლი;
-
ტექნიკური ანგარიშის, პრეზენტაციის მომზადება;
-
რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევებში სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობა;
-
კომპანიის პროდუქტებისა და მეთოდიკების სრულყოფილად შესწავლა;
-
საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევების მუდმივი სრულყოფა და განვითარება.
მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაღალი მოსწრების ქულები (GPA);
-
კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
-
MS Office კარგი ცოდნა და პრეზენტაციების მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება;
-
ბიუჯეტირება, შემოსავლებისა და დანახარჯების ანალიზი;
-
სოციალური და მარკეტინგული კვლევების არსის ცოდნა;
-
გამართულად საუბარი ინგლისურ ენაზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
აუცილებელი უნარები:
-
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
ბიზნესის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
-
კომუნიკაციის უნარი;
-
ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
-
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე 2019 წლის 15 აგვისტომდე.
რეზიუმეს გაგზავნისთვის იხილეთ ვებგვერდი, კარიერის განყოფილება http://bit.ly/2UQ3w0t
რეზიუმეს გაგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.