


კომპანიის „ჰიდროდიაგნოსტიკა“ უმცროსი ინჟინრის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
კომპანია შპს „ჰიდროდიაგნოსტიკა“ საინჟინრო და ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სფეროში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საინჟინრო პროექტების შემუშავება, მათ განვითარებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- საინჟინრო გუნდთან მუშაობა პროექტის გეგმის შემუშავებაში. პროექტის ბიუჯეტის, კალენდარული გეგმა-გრაფიკის, ცოცხალი ძალის, მასალებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრა;
- პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, კომპონენტებისა და სისტემების შერჩევა, აწყობა-ტესტირება, საველე სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება-ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში გაშვება;
- მონიტორინგის სისტემების გამართული/საიმედო მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლო გაუმართაობის-დეფექტების აღმოფხვრა და მწარმოებლის ტექნიკურ სამსახურებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- საველე კვლევით-გაზომვით ექსპედიციებში მონაწილეობა და სხვადასხვა ანალიტიკურ (საინფორმაციო) - გამზომი ხელსაწყოების გამოყენება.
ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო-ტექნოლოგიური, ჰიდროინჟინერიის ან ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office და AutoCAD-ის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
ჰიდროდიაგნოსტიკა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურეობებს უწევს საქართველოში არსებულ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, როგორებიცაა:
- ენგურჰესი;
- ჟინვალჰესი (GWP);
- ნენსკრაჰესი; ხუდონჰესი;
- ხრამიჰესი;
- საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ჰიდრომელიორაციის დეპარტამენტი);
- გარემოს დაცვის სამინისტრო (გარემოს ეროვნული სააგენტო);
- UNDP;
- ILF;
- Stucky Caucasus.
ასევე ჰიდროდიაგნოსტიკა ოფიციალური წარმომადგენელია საინჟინრო-საკონსულტაციო და მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიებისა რეგიონში, როგორებიცაა:
- CEDaR – Civil Engineering Design and Research;
- Eurekos Srl;
- DRC Srl;
- Field Srl;
- Sisgeo Srl;
- Sommer Messtechnic;
- Xylem Analitics.
შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, შესაძლებლობა მიეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგსა და საერთაშორისო სემინარს უცხოეთში.
დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ გაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hd.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ:
კომპანია დაარსდა 2005 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:
- ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დიაგნოსტიკა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული მონიტრინგის სისტემები;
- სამოქალაქო, საკულტო და ისტორიული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობათა სტრუქტურული მდგრადობის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი;
- გეო-ეკოლოგიური საფრთხეების შესწავლა, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემები;
- ჰიდრო-მეტეოროლოგია და ჰიდრომეტრია.