ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის „City Hotels“ გაყიდვების აღმასრულებელის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია "City Hotels"-ი, რომელიც აერთიანებს პრემიუმკლასის სასტუმროებს "City Avenue"-სა და "City Center"-ს აცხადებს გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლის, კერძოდ გაყიდვების აღმასრულებელის ვაკანსიას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
  • კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმრებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
  • შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
  • გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
  • გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.

კომპანია გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითეთ: „City Hotels“, გაყიდვების აღმასრულებელი.

ბანერები