ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანიის BDO ანაზღაურებადი სტაჟირება

ღონისძიებები

კომპანია ბიდიო აცხადებს პროგრამული პროდუქტის „1C“ კონსულტანტის ანაზღაურებად სტაჟირებას.

ვაკანსიის დასახელება: ERP-ის კონსულტანტი/სტაჟიორი.

ხანგრძლივობა: 6 თვე, კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი პარასკევი

აღწერა:

  •  პროგრამის ფუნქციონალური ტესტირება

  •  პროგრამული შეცდომების რეგისტრაცია და დიაგნოსტიკა

  • პროგრამის არსებული ფუნქციონალობის დახვეწის ინიცირება

  • პროგრამის ტექსტური და აუდიო დოკუმენტაციის მომზადება

  •  სხვადასხვა პროგრამების მოკვლევა და ანალიზი (მათ შორის უცხოენოვანის)

  •  სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა

  •  სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

  •  განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები)

  • სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა

  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

  •  გუნდურად მუშაობის უნარი

  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან ტესტირებასა და გასაუბრებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი 1C ERP“.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.11.2019

კომპანიის შესახებ:

„ბიდიო“, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ბიზნესსერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. „ბიდიო“ 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მას საქართველოში წამყვანი, მე-3 ადგილი, უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შორის.

BDO-ს ტექნოლოგიურ მიმართულებას ბაზარზე ყოფნის 15-წლიანი ისტორია აქვს და წარმოადგენს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP-ის და 1C-ის უმსხვილეს პარტნიორს საქართველოში.

ბანერები