


კომპანიის BDO ადმინისტრაციული ასისტენტის ანაზღაურებადი სტაჟირება
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია BDO 6-თვიანი პროექტის ფარგლებში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00
ფუნქცია/მოვალეობები:
-
კლიენტებისთვის შეთავაზების, სტანდარტული ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტაციის მომზადება (მათ შორის ინგლისურ ენაზე);
-
დოკუმენტაციის სისტემაში მოყვანა და დაარქივება;
-
კლიენტის დავალიანების კონტროლი და შესაბამისი პირების ინფორმირება;
-
პროგრამაში კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანა და ცვლილებების შესაბამისად განახლება;
-
განყოფილების თანამშრომლების დაკვალიანება და მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხში;
-
შეხვედრების ორგანიზება;
-
სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
-
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
-
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Word, MS Excel).
პიროვნული თვისებები:
-
ორგანიზებული;
-
დეტალებზე ორიენტირებული;
-
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
-
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
-
ენერგიული;
-
რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „ადმინისტრაციული ასისტენტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31.05.2019
„BDO” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.