


კომპანია„ფინანსური ბიუროს“ უმცროსი იურისტის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია „ფინანსური ბიურო“ აცხადებს უმცროსი იურისტის ვაკანსიას.
სამუშაოს აღწერა:
-
დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
-
სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, შესაგებელი და ა.შ.);
-
საქმისწარმოების განხორციელება სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
-
წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
-
ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი იურიდიული განათლება;
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook).
კომპეტენციები და უნარები:
-
პასუხისმგებლობის გრძნობა;
-
დეტალებზე ორიენტირებულობა;
-
სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
-
გუნდურად მუშაობის უნარი;
-
გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი იურისტი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
„ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მუშაობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა პრობლემური აქტივების მართვა.