


კომპანია „თიბისი ფეის“ ოფისმენეჯერის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
„თიბისი ფეი“ აცხადებს ოფისმენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო მოვალეობები
ადმინისტრაციული ნაწილი:
-
სხვადასხვა განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოფიციალური წერილების მომზადება, ადრესატთან დროულად გაგზავნა;
-
შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, შენახვა და ადრესატთან გაგზავნა;
-
შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
-
კომპანიაში თანამშრომელთა დასწრება/რეგისტრაციის მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების წარმოება და თანამშრომლებთან გაგზავნა;
-
კომპანიის თანამშრომელთა შვებულებების ადმინისტრირება.
საოფისე ნაწილი:
-
მომხმარებლების მიღება, ვიზიტის საჭიროების დადგენა და სწორედ გადამისამართება;
-
ოფისში შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, სტუმრების მიღება;
-
თანამშრომლების მივლინებების დროს სასტუმროების და სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა;
-
ორგანიზაციის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
-
ორგანიზაციის შიდა სოციალური პორტალის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
-
საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office);
-
ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარები:
-
კომპანია ეძებს თანამშრომელს, რომელიც თავისი მოტივაციით, თანამშრომლების/მომხმარებლების დახმარების მუდმივი მზადყოფნითა და კარგი კომუნიკაციის უნარებით იქნება საუკეთესო გუნდის წევრი;
-
ადმინისტრაციული საქმის ორგანიზებისთვის აუცილებელია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიეტირებულობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე ასაღები
გთხოვთ, არაუგვიანეს 8 ივნისისა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcpay.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად დაუკავშირდებიან მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შპს „თიბისი ფეი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელფოსტა: info@tbcpay.ge