ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „თბილღვინოს“ ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

„თბილღვინო“ აცხადებს ადმინისტრაციული მენეჯერის  ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N2
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში მიღებული დოკუმენტების, წერილების გამართულად აღრიცხვისა და შესაბამის პირებზე დროული გადაცემის უზრუნველყოფა;

  • მომზადებული ბრძანებებისა და დოკუმენტების დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;

  • ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროებების მოგროვება, დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება დელეგირების ზღვრების ფარგლებში;

  • ოფისის აღჭურვილობის, ავეჯისა და სხვა ინვენტარის შეძენის ორგანიზება;

  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, დამლაგებლების კოორდინირება, მათი მუშაობის განრიგების დაგეგმვა;

  • დაცვის სამსახურის თანამშრომლების მუშაობის გრაფიკების დაგეგმვა და მათ საქმიანობაზე, პატრულირებაზე კონტროლი ვიდეოკამერების მონიტორის მეშვეობით;

  • კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;

  • თანამშრომლებისთვის სხვა სახის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და მმართველი გუნდის დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება; 

  • მინ. 2-წლიანი  გამოცდილება ადმინისტრაციული/ოფისმენეჯერის პოზიციაზე;

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2);

  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • კარგი ინტერპერსონალური უნარები;

  • ორგანიზებული;

  • დეტალებზე ორიენტირებული.

კომპანია  გთავაზობთ
სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: hr@tbilvino.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 27 თებერვალი, 2020 წ.

კომპანიის შესახებ:

კომპანია „თბილღვინო“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ.

CV-ს გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ბანერები