


კომპანია სილქნეტის იურისტის ვაკანსია
„სილქნეტი“ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს ფიქსირებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტის, მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ტელევიზიის) და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას და უკაბელო სერვისებს.
ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას - იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა 6 თვე
სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი
განაცხადის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2019
სამუშაოს აღწერა :
-
ფასიანი ქაღალდების (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური) გამოშვებისა და ოპერირების სამართლებრივი მხარდაჭერა. პროსპექტით (როგორც ადგილობრივი ასევე ევრო ბონდების), კერძო შეთავაზების მემორანდუმით გათვალისწინებული
-
აკრძალვების/შეზღუდვების/ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რეესტრის წარმოება და ოპერირება.
-
ქართულ და ინგლისურ ენებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებების, წერილების, დასკვნების, ანგარიშების მომზადება.
-
კონტრაჰენტ იურიდიულ პირებთან (მათ შორის უცხოურ) და მესამე პირებთან საქმიანი ურთიერთობა.
-
კონტრაჰენტი მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა.
-
საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საფონდო ბირჟასთან, ასევე ფასიანი ქაღალდების მფლობელების წარმომადგენლებთან ფასიანი ქაღალდების ოპერირების მიზნით საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.
-
კომპანიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი კონსულტირება, ინიცირებულ ღონისძიებათა რისკების სამართლებრივი შეფასება და დასკვნების პროექტების მომზადება.
ენები:
ინგლისური- სრულყოფილად
კომპიუტერული პროგრამა:
-
Microsoft Excel
-
Microsoft Word
-
Microsoft PowerPoint
-
Microsoft Outlook
-
Codex R3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი იურიდიული განათლება (უმაღლესი/ბაკალავრი);
-
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
-
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
-
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Powerpoint; MS Outlook; Codex R3);
-
პრიორიტეტად ჩაითვლება: ფასიანი ქაღალდების სამართალში ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა; საადვოკატო მოწმობის ფლობა;
საკანონმდებლო ბაზის ცოდნა:
-
სამოქალაქო კოდექსი;
-
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
-
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი;
-
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი;
-
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონი;
-
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით;
-
საფონდო ბირჟის სამართლებრივი აქტები;
-
სასურველია ანგლო-ამერიკული (Common Law) სამართლის სისტემის ცოდნა ფასიანი ქაღალდების რეგულირების ნაწილში;
პიროვნული მახასიათებლები:
-
გუნდური მუშაობა;
-
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
-
დარწმუნების უნარი;
-
ანალიტიკური აზროვნება;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2PNJRxh