ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „გრინვეის“ პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „გრინვეი" აცხადებს პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: მხარეთა შეთანხმებით და წინასწარ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, რაც არ აღემატება კვირაში 40 (ორმოცი) საათს. საღამოს ცვლის შემთხვევაში შესაძლებელია სახლიდან მუშაობა.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში – 500 ლ. (გადასახადების გარეშე), ძირითად ხელშეკრულებაზე გადასვლის შემდეგ – 700 ლ. (გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:

  • რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე;
  • ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნესპროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • SQL-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის კარგად მცოდნე კანდიდატს;
  • სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • განიხილებიან სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად სწავლის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2019 წლის 15 სექტემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება – „პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი".

კომპანიისთვის „გრინვეი საქართველო" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კომპანია „გრინვეი საქართველო" დაამუშავებს თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.

 

ბანერები