


კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზაფხულო დასაქმების პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ იწვევს ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის / ელინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ასევე მსურველებს იწვევს აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებით ქოლცენტრში სტაჟირებაზე.
საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის შემდეგ მიმართულებებში:
-
მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია;
-
სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა;
-
ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია;
-
ელმრიცხველების ლაბორატორია;
-
გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები);
-
შრომის უსაფრთხოება;
-
დისპეჩერიზაცია;
-
„SCADA” და „GIS” სისტემები
-
აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი)
-
და სხვ.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
საზაფხულო დასაქმების პროგრამის სრული ხანგრძლივობა: 2 თვე
პროგრამის ვადები: 15 ივლისი - 15 სექტემბერი
ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი).
საინფორმაციო შეხვედრა:
თბილისი: 2019 წლის 21 ივნისი, 11:00 სთ.
მისამართი: ზ. ანჯაფარიძის N19 (ყოფილი სანდრო ეულის N1), (ენერგო-პრო ჯორჯიას სათაო ოფისი)
პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას.
სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულების მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
პროგრამაში ჩართვის ძირითადი მოთხოვნები:
-
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ენერგეტიკის/ ელინჟინერიის მიმართულებით);
-
მაღალი აკადემიური მოსწრება (შეფასების ფურცელი);
-
კომუნიკაბელურობა;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
მაღალი მოტივაცია;
-
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
პროგრამაში მონაწილეობის ასაკი - არაუმეტეს 30 წ.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გაიარონ ონლაინრეგისტრაცია და დაესწრონ საინფორმაციო შეხვედრას.
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://forms.gle/8t3tcoXpMpv6Ti5X6
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 19 ივნისი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: e-mail: vacancy@energo-pro.ge
თელ.: თბილისი - 577350050
ქუთაისი, ხაშური, თელავი, ბათუმი - 577352020
კომპანიის შესახებ:
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელენერგიის წარმოებასა და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. კომპანია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84 პროცენტს მოიცავს და ენეელექტროენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა.კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხსა და საქართველოს ენერგოსისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.