


კომპანია „ელიტა ბურჯი“ ანაზღაურებადი სტაჟირება ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია „ელიტა ბურჯი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
-
პროექტებისათვის გეგმა გრაფიკის შემუშავება პროექტის მსვლელობის ყოველი ეტაპისათვის და მისი შესრულების კოორდინაცია
-
პროექტებთან დაკაშირებული ხარჯების, გეგმებისა და პროცედურების მართვა.
-
ანგარიშგების მომზადება პროექტის თითოეული ეტაპის შესახებ და საბოლოო შედეგის რეპორტის სახით წარდგენა
-
პროექტის შესაძლო ფინანსური რისკებისა და გადახარჯვის პრევენცია/დაგეგმვა
-
ანგარიშგება პროექტის პროგრესის შესახებ
-
შედგენილი გეგმა–გრაფიკების მონიტორინგი; აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
-
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება)
-
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), MS Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა. MS Project-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
-
დეტალებზე ორიენტირებულობა
-
სწრაფად სწავლისა და ადაპტაცის უნარი
-
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო პროექტებში ჩართვის და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@elitaburji.com
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 10 ივნისი, 2019 წელი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ სტაჟირება ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე” წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“,1998 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე და ასევე აქვს მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება.