ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ანაზღაურებადი სტაჟირება ბილინგის დეპარტამენტში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთვრებულებისთვის ბილინგის დეპარტამენტში

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00 – 18:00)

სტაჟირების ხანგრძლივობა: 5 თვე

სამუშაოს მიზანი:

  • ბილინგის ბაზების განახლება მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების განხრით/ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office; საშუალო დონეზე ცოდნა;

  • ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა.

  • კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა;

  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;

  • ციფრული უნარ-ჩვევები;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

  • პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

  • კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;

  • კოლეგიურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 მაისისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია,რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გაგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

ბანერები