


კომპანია „ჯეოსილქროუდის” ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია „ჯეოსილქროუდი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით:
-
არქიტექტურა;
-
ტურიზმი;
-
პროექტების მენეჯმენტი;
-
მარკეტინგი;
-
ბაზრის კვლევა.
სტუდენტებს შეარჩევს სპეციალურად შექმნილი კომისია.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო საათები: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმამშენებლის გამზირი N129ა
-
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული პროფილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს.
პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას.
წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები და დასაქმდებიან კომპანიაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@gsr.ge
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 0322477344;