


კომპანია „ბიდიოს“ სტაჟირების პროგრამა
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროგრამული პროდუქტის, „ბალანსის“ კონსულტანტის პოზიციაზე.
პროგრამა „ბალანსი“ წარმოადგენს ბიზნესპროცესების აღრიცხვის გამარტივებისათვის საუკეთესო პროგრამული გადაწყვეტის გზას საშუალო ბიზნესსექტორში.
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი.
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები:
-
კლიენტებისგან შემოსული ზარების მიღება;
-
ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურება;
-
პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება;
-
მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა;
-
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
-
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-
განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები);
-
სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
-
სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
-
სასურველია რუსული ენის ცოდნა;
-
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
-
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
-
გუნდურად მუშაობის უნარი;
-
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
-
I ტესტირება
-
II გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე hr@bdo.ge გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - ბალანსი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16/09/2019
„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესსერვისებს იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.