ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ბიდიოს“ სტაჟირების პროგრამა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებაში.

ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის ქ. N2, ვერე ბიზნესცენტრი

პერიოდი: 6 თვე კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • შიდა და გარე ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებში აქტიური ჩართულობა;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან მუშაობა;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტექნიკური კონტროლის მექანიზმებთან მუშაობა;

  • გუნდის მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებში.

მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიებში ან სხვა მონათესავე სფეროების მიმართულებით (განიხილებიან მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებიც);

  • კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების საბაზისო ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);

  • სასურველია ინფორმაციული კონტროლის მექანიზმების საბაზისო პრინციპების ცოდნა;

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;

  • გუნდურად მუშაობის უნარი;

  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

  • დოკუმენტებთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • ტესტირება

  • გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3.10.2019

„ბიდიო“, აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესსერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ბანერები