


კომპანია „ბიდიოს“ სტაჟირება აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში.
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ხანგრძლივობა 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი.
ფუნქცია/მოვალეობები:
-
კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობა;
-
აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობა;
-
უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება;
-
პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
-
პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
-
სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
-
სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
-
განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით, სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
-
ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
-
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
-
გუნდურად მუშაობის უნარი;
-
ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
I ტესტირება - ტესტირება ჩატარდება 17 ოქტომბრამდე;
II გასაუბრება - გასაუბრებები დაინიშნება 17 ოქტომბრიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge, გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - აუდიტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13.10.2019.
„ბიდიო”, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესის სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.