ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „არქის“ ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია აცხადებს ხარისხის მართვის მენეჯერის ვაკანსიას.

მოვალეობები:

  • ობიექტების ჩამოვლა და სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარისხის მონიტორინგი - ტექნიკური ხარვეზების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩამოვლა - ლიფტის, სადარბაზოს განათებისა და სისუფთავის მონიტორინგი. ხარვეზის/გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერების მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;

  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობა;

  • ობიექტებზე თანამშრომელთა დასწრების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;

  • სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ან/და წარმოების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

  • მცირე გუნდების მართვის გამოცდილება;

  • ვიდეოკამერებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: services@archi.geსათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 2019 წლის 22 ივნისი

დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.

ბანერები