ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ალგანის“ იურისტის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დაცვის კომპანია „ალგანი“ აცხადებს იურისტის ვაკანსიას. 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების ან მათში ცვლილებების განხორციელების ხელძღვანელობასთან ინიცირება და შესაბამისი კონსულტაციების გაცემა;

  • ინიციატორ განყოფილებასთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება და, საჭიროების შემთხვევაში, გაფორმების უზრუნველყოფა;

  • წერილების, განცხადებებისა  და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება;

  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა;

  • კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ცვლილებებისა და დამატებების პროექტების ინიცირება და შედგენა, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;

  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;

  • კომპანიისა და იურიდიული განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა;

  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;

  • სასურველია კონკურსანტი იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაცია);

  • სასურველი იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;

  • მართვის უნარი;

  • საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;

  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი; 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;

  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;

  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

  • პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 19:00 საათამდე, შაბათი -  10:00-დან 14:00 საათამდე);

ანაზღაურება: ხელზე ასაღები ანაზღაურება 600–800 ლარი, სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

ბანერები