ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

კომპანია „ალგანის“ გენერალური დირექტორის ასისტენტის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დაცვის კომპანია „ალგანი“ აცხადებს გენერალური დირექტორის ასისტენტის ვაკანსიას.

ძირითადი ვალდებულებები: 

  • თანამშრომლების რეგიონული და საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

  • პრეზენტაციებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;

  • საინფორმაციო ბაზების მომზადება, ორგანიზება და პერიოდულად განახლება;

  • კომპანიის PR და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტუდენტი/ბაკალავრი;

  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);

  • სავალდებულოა  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;

  • საქმისა და დროის სწორად განაწილების უნარი;

  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი; 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;

  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;

  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

  • პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00-დან 21:00 საათამდე, შაბათი - 13:00-დან 19:00 საათამდე, კვირა - დასვენება.

ანაზღაურება:  ხელზე ასაღები ანაზღაურება 700-1000 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

ბანერები