ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

King David – მიმღების ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

მრავალფუნქციური კომპლექსი King David-ი აცხადებს ვაკანსიას მიმღების (რეცეფციონისტის) თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაცხოვრებლის/ვიზიტორის დახვედრა;

  • ვიზიტორებისა და მცხოვრებთათვის დახმარების აღმოჩენა;

  • ვიზიტორის შემოსვლა-გასვლის აღრიცხვა;

  • მცხოვრებ(თა)ის ინფორმირება მათთვის გამოგზავნილი კორესპონდენციების, ფოსტის ან/და გზავნილის, ასევე კურიერის მიერ ამანათის რეცეფციაში მოტანის თაობაზე;

  • ვიზიტორთა დაშვების ბარათებისა და ავტორიზაციის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

  • კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;

  • პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

  • ენერგიული და მოტივირებული.

სამუშაო გრაფიკი:

შაბათი: 9:00-16:00

კვირა: 9:00-22:00.

ანაზღაურება: 400 ლარი.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 18 ივნისი, 2020წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: l.kordzadze@kdr.ge  და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ თანამდებობის დასახელება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრებას.

ბანერები