


ილიაუნის ინგლისური ენის სწავლების ადმინისტრაციის სტაჟირება
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი მოდულის ინგლისური ენის სწავლების ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას ილიაუნის სტუდენტებისთვის ტექნიკური კოორდინატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
-
ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ საშუალო დონეზე;
-
უნდა იყოს მესამე ან მეოთხე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტი;
-
კანდიდატებს დასრულებული უნდა ჰქონდეთ ზოგადი მოდულის ინგლისური ენის ყველა სავალდებულო კურსი.
გრაფიკი: სწავლასთან შეთავსებით, სტუდენტებზე მორგებული
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დღეგამოშვებით, 18:00-დან 21:00 საათამდე
ადგილების რაოდენობა: 2
სტაჟირების დასრულების შემდეგ ილიაუნის ადმინისტრაციაში გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ძირითადი მოვალეობები:
-
ლექტორებისთვის ტექნიკური დახმარება - ინვენტარის (მაგ.: მარკერების, დაფის საშლელების და სხვა საკანცელარიო ნივთების) მიწოდება;
-
კოორდინატორების ინფორმირება შექმნილი პრობლემების შესახებ (მაგ.: აუდიტორიაში კომპიუტერების გაუმართაობა);
-
სტუდენტებისთვის საჭირო ინფრომაციის მიწოდება;
-
აუდიტორიების გასაღებების კონტროლი;
-
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ აუდიტორიების მონიტორინგი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 11 სექტემბრისა.
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/yASWSHSumXPfWNGr7
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისები გისურვებთ წარმატებას.