ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

HR.GE- ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ვებგვერდის განყოფილებაში

ახალი ამბები

HR.GE აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ვებგვერდის განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდი გათვლილია 5 თვემდე, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც მოგეცემათ შანსი, გახდეთ ორგანიზაციის თანამშრომელი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები შეძლებენ იმუშაონ მოქნილი სამუშაო განრიგით.

კომპანია თანამშრომლებს კვებით უზრუნველყოფს.

სამუშაოს აღწერა:

  • ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია კლიენტებთან;
  • განცხადებების განთავსება ვებგვერდზე;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • HR.ge-ის ბაზაში მუშაობა, მიღებული რეზიუმეების დადასტურება;
  • ბაზის მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია
  • ყოველდღიური რეპორტინგი

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (გასაუბრებაზე დაიშვებიან III, IV კურსის სტუდენტებიც)
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook)
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია საშუალოზე მაღალი დონე) ინგლისური (სასურველია საშუალოზე მაღალი დონე)

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@hr.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ბანერები