ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

გაყიდვების მენეჯერი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს  გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას. გაყიდვების მენეჯერი ესაჭიროება ქაღალდის პროდუქციის მწარმოებელ კომპანია PaperGeo-ს. http://papergeo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მუდმივი ძიება;

  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;

  • კლიენტების მოძიების გეგმის შემუშავება და განხორციელება;

  • გაყიდვების გზებისა და მეთოდების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;

  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

  • დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;

  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;

  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

  • გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 500 ლარი;

  • ბონუსი: რეალიზებული პროდუქციის მოცულობისა და მარჟის მიხედვით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი (PaperGeo).

დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაუკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 322880107.


ბანერები