


გარემოს დაცვის სპეციალისტის ვაკანსია ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის წევრი კომპანია ცემენტის წარმოების დარგში, აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
თუ გაქვთ გამოცდილება გარემოს დაცვის მიმართულებით, ხართ პასუხისმგებლობის მქონე და ორგანიზებული, მზად ხართ პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია გთავაზობთ გარემოს დაცვის სპეციალისტის ვაკანსიას რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, იზრუნოთ გარემოზე, განვითარდეთ და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტში.
ადგილმდებარეობა: რუსთავი, ცემენტის ქარხანა.
ძირითადი მოვალეობები:
– ცემენტის ქარხანის საქმიანობის საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის გარემოსდაცვით რეგულაციებისა და სტანდატებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
– გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის კოორდინირება (ჰაერის დაბინძურების კონტროლი, ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნება და სხვ.);
– გარემოს დაცვის მართვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
– ქარხნის პერსონალის ცნობიერების ამაღლება არსებულ გარემოსდაცვით საკითხებსა და მომავალ გამოწვევებზე;
– გარემოსდაცვითი ჩანაწერების წარმოების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება გარემოს დაცვის, ეკოლოგიის ან ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;
-
სასურველია სამუშაო გამოცდილება იმავე მიმართულებით;
-
ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
-
სასურველია რუსული ენის ცონდა;
-
MS Office პროგრამების ცოდნა;
-
გარემოს დაცვის სფეროში განვითარებაზე ორიენტირებული;
-
შრომისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გაგზავნოთ ელმისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების ცენტრი გისურვებთ წარმატებას!