


ევექსის კლინიკები – გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ევექსის კლინიკები აცხადებენ გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8-საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
-
მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავება კომპანიის მარკეტინგული მიზნებისა და ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად
-
ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება
-
ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება
-
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება
-
სასურველია სასერტიფიკატო განათლება გრაფიკული დიზაინის კუთხით
-
აუცილებელია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
-
Creative Suite 3-ის და Corel Draw პროგრამების ცოდნა
-
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
-
საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო
-
სასურველია ვიდეოედიტირების პროგრამების ცოდნა, როგორებიცაა: Imovie, Final cut pro, Premier, etc.)
-
სასურველია ანიმირებული პროგრამების ცოდნა(Flash, After Effects, etc.)
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
-
დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი
-
გარკვეულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი
-
კომუნიკაბელურობა
-
გუნდში მუშაობის უნარი
-
დროის ეფექტურად გამოყენების უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2019
გთხოვთ, რეზიუმე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@evex.ge
ევექსის კლინიკებში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ევექსის კლინიკები დაამუშავებენ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან იყოს რეზერვში სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.