ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ევექსის კლინიკები – ციფრული არხების კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ევექსის კლინიკები აცხადებენ  ციფრული არხების კოორდინატორის  ვაკანსიას. 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი:  8-საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის იმიჯზე ზრუნვა ინტერნეტსივრცეში

  • კომპანიის ციფრული არხებისა (სოციალური მედიის გვერდები, ვებსაიტი) და ინტრანეტის მართვა

  • კომპანიის ციფრულ არხებზე ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კონტროლი

  • სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციების შემუშავება ინტრანეტისა და სოცქსელების მოხმარების გაზრდის მიზნით

  • კომპანიის ციფრული არხების რეგულარული ანალიტიკა და ანგარიშის მომზადება

  • კომპანიის ვებგვერდის დიზაინისა და შინაარსის განახლების შესახებ რეკომენდაციების მომზადება 

  • კომპანიის ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა

  • ფოტო და ვიდეომასალის განთავსება ციფრულ პორტალებზე და არქივის წარმოება

  • საჭიროების შემთხვევაში, სარეკლამო სააგენტოებთან თანამშრომლობა ფოტო-ვიდეო კონტენტის შესაქმნელად

  • კლინიკურ ნაწილთან მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო თემებზე კონტენტის შესაქმნელად

  • საძიებო სისტემებში კომპანიის პოზიციის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (SEO)

  • დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და შეთანხმება მენეჯმენტთან

  • სფეროში არსებული სიახლეების, ტრენდების მეთვალყურეობა და ქსელში დანერგვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები   

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით

  • აუცილებელია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით

  • აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა

  •  პრიორიტეტულია Adobe Photoshop, Adobe Illustrator ან Adobe Perimiere-ის ცოდნა

  • ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 

  • სიტუაციაში მოქნილად მოქმედების უნარი

  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი

  • დამოუკიდებლად მოქმედების უნარი

  • პასუხისმგებლობის გრძნობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ნოემბერი, 2019

გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@evex.ge  

ევექსის კლინიკებში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ევექსის კლინიკები დაამუშავებენ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან იყოს რეზერვში სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.  



ბანერები