ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორების შერჩევას იწყებს

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

2020 წლის პირველი იანვრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურის ფარგლებში შეიქმნა სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე ზედამხედველობას განახორციელებს. აღნიშნული თანხვედრაშია ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტები უნდა განთავსდეს.

საქმიანობის ფარგლებში ზედამხედველობის სააგენტო შეაფასებს ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების შესაბამისობას კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, როგორებიცაა სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, ელექტრომოწყობილობები, მანქანა-დანადგარები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა სამომხმარებლო თუ ინდუსტრიული პროდუქტები.

აღნიშნული პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესად ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას, როგორებიცაა მომხმარებელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ბაზარზე ზედამხედველობის მაქსიმალური ეფექტურობით განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნება, ერთი მხრივ, ევროკავშირის სტანდარტების საქართველოში დანერგვა, მეორე მხრივ, თითოეული მომხმარებლის უსაფრთხოება და მათი უფლებების მაქსიმალური დაცვა.

დასახული მისიის, მიზნებისა და ხედვის პრაქტიკაში განსახორციელებლად სააგენტოსთვის არსებითი მნიშვნელობისაა ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორთა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ექნება მზადყოფნა და მოტივაცია, ჩაერთოს საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვისა და ახალი სფეროს ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში.

ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორები:

უშუალოდ განახორციელებენ ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ფიზიკურ და დოკუმენტურ ინსპექტირებას;
მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის ტექნიკური კანონმდებლობის საქართველოში აპროქსიმაციის პროცესში;
შეისწავლიან ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას;
საბოლოო ჯამში კი ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების გზით ხელს შეუწყობენ მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ვაკანსიისთვის განიხილებიან ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულები და მაგისტრატურის სტუდენტები. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა აღნიშნული ვაკანსია მეტად საინტერესო იყოს სამართლის, ფინანსებისა და საჯარო მმართველობის მიმართუოლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

აუცილებელი მოთხოვნებია:

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
ანალიტიკური აზროვნება
საქმისადმი კეთილგანწყობა და მოტივირებულობა
შერჩევა ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. პირველ რიგში რეზიუმეები გადაირჩევა და მეორე ეტაპზე მოხდება ინგლისური ენის შემოწმება. შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და დასაქმების შემთხვევაში დატრენინგდებიან.

სახელფასო განაკვეთი: 1100-1800 ლარი.

გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დამამათავრებელი კურსის ბაკალავრებს სააგეტო სთავაზობს არაანაზღაურებად სტაჟირებას, სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივით. ამ შემთხვევაში გრაფიკი იქნება მოქნილი.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: uni-jobs@iliauni.edu.ge 2020 წლის 6 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ: ბაზარზე ზედამხედველობის ინსპექტორი.

გისურვებთ წარმატებას!

2020 წ.

ბანერები