
ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
22 იანვარი, 2025

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
27 დეკემბერი, 2024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - ბუღალტრის ვაკანსია
ახალი ამბები
სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.
ანაზღაურება: 800 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
განაცხადების ბოლო ვადა: 24 აპრილი, 2019
ფუნქციები:
- ფინანსური (ვალდებულებების) და არაფინანსური აქტივებისა და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
- ყოველდღიური დოკუმენტბრუნვის (ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო დოკუმენტაცია) ქრონოლოგიური და თემატური დამუშავება, საბუღალტრო პროგრამაში (ORIS) ასახვა, კლასიფიკაცია და დაარქივება;
- სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა;
- ყველა შესრულებული საბუღალტრო ოპერაციის (ვალდებულებების, მოთხოვნების, კონვერტაციების) საბუღალტრო პროგრამაში (ORIS) ასახვა/ გატარება;
- ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადებში;
- საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნების (შესასრულებლად შემოსული კორესპონდენცია) შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
- ცენტრის დებულებით, შინაგანაწესით, სხვადასხვა სახის ინსტრუქციებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობა.
მინიმალური განათლება
- ბაკალავრი
- სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
- პროფესია: ეკონომიკა ან ფინანსები
დამატებითი მოთხოვნები:
- ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბუღალტრო აღრიცხვის სფეროში.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Power Point, Outlook);
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2DfQAee